TBC Bank Group

Product Owner – MSME Daily Banking

TBC Bank Group · თბილისი, , Georgia
თბილისი, , Georgia Posted 2026-11-18
Type
Full-time
Experience
1-3 yr
  • პროდუქტის განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის განსაზღვრა ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად.
  • ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ინიცირება და არსებული სერვისების გაუმჯობესება.
  • პროდუქტის ძირითადი KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
  • მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი.
  • IT, ბიზნესისა და ფილიალების გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების, დანერგვისა და გაყიდვების ხელშეწყობის პროცესში.
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და პროდუქტის განვითარების პრიორიტეტების მართვა.
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის ან ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • სასურველია საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
  • პროდუქტის განვითარების ან მართვის გამოცდილება.
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
  • ბიზნესპროცესებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი.
  • სხვადასხვა გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტების მართვის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
  • ინიციატივების დამოუკიდებლად წამოწყებისა და განხორციელების უნარი.
  • მომხმარებელზე და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებულობა.
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისის SME ბიზნესის Daily Banking მიმართულებაში ვეძებთ Product Owner-ს, რომელსაც აქვს პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების ინტერესი.

პოზიციის მთავარი მიზანია SME მომხმარებლებისთვის ყოველდღიური საბანკო პროდუქტების (დეპოზიტები, გადახდები, ბარათები, კონვერტაციები) განვითარება, არსებული სერვისების გაუმჯობესება და პროდუქტის ბიზნესშედეგების აქტიური მართვა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით:  კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC Bank Group

TBC Bank Group

Banking · Public · London, United Kingdom

Stage & Valuation
Public · $3.4B
Open roles on NewJob
Most hiring in
Operations (89) · Engineering (1) · Sales (1)
TBC Bank Group PLC is a financial group that provides banking, leasing, insurance, brokerage, and card processing services. The company primarily operates in Georgia and Uzbekistan, serving corporate and individual clients.
Banking Financial Services Fintech
O
სერვის ცენტრის მენეჯერი - სტეფანწმინდის ს/ც #1
სტეფანწმინდა, , Georgia
Operations
O
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ბოლნისის ს/ც 2
ბოლნისი, , Georgia
Operations
O
რეაბილიტაციის მენეჯერი
თბილისი, , Georgia
Operations
See all 50+ roles at TBC Bank Group →
G
Principal Product Manager, Business Money – SMB Banking
Gusto Denver, CO Hybrid
Product
T
AI Product Owner | Banking
The Capital Markets Company NV Hong Kong
Product
T
Product Owner (gn) – Product Data Flow
The Quality Group Hamburg, Germany Hybrid
Product
A
Product Owner - Netsuite
Asana Vancouver, Canada Hybrid
Product
$136K–$155K
See all Product roles →

Interested in this role?

Apply directly on the company site — no recruiter middleman, no account required.

Apply now →
Apply on company site