TBC Bank Group

Product Owner – Digital Integrations

TBC Bank Group · თბილისი, , Georgia
თბილისი, , Georgia Posted 2026-11-18
Type
Full-time
Experience
1-3 yr
  • MSME მომხმარებლებისთვის ციფრული ინტეგრაციების პროდუქტების განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის ფორმირება;
  • სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის საბუღალტრო და ფინანსურ სისტემებთან ინტეგრირებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება;
  • პოტენციური პარტნიორი კომპანიებისა და მათი პროგრამული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის შესაძლებლობების შეფასება;
  • პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა ერთობლივი ციფრული პროდუქტებისა და ინტეგრაციების შექმნისა და განვითარების მიზნით;
  • MSME მომხმარებლების საჭიროებებისა და ბიზნესპროცესების შესწავლა და შესაბამისი ციფრული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სხვადასხვა სისტემას შორის მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციის პროცესების ბიზნესმოთხოვნების განსაზღვრა;
  • ბიზნესმოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად (Technical Requirements) გარდაქმნა, User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადება;
  • IT/Development გუნდებთან და პარტნიორი კომპანიების ტექნიკურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინტეგრაციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
  • API-ებზე დაფუძნებული ინტეგრაციების მოთხოვნების განსაზღვრისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • Product Backlog-ის მართვა, განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პროდუქტის განვითარების პროცესის მონიტორინგი;
  • ახალი ინტეგრირებული სერვისების ბაზარზე გაშვების პროცესის მართვა და დანერგვის შემდგომი შედეგების შეფასება;
  • ციფრული ინტეგრაციების კომერციული პოტენციალის შესწავლა და მონეტიზაციის მოდელების განვითარება;
  • პროდუქტების შემოსავლიანობის, გამოყენების მაჩვენებლებისა და სხვა ბიზნეს KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • არსებული ინტეგრაციების ეფექტიანობის შეფასება და მათი მუდმივი გაუმჯობესება.
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • Product Owner-ის, Product Manager-ის, IT Business Analyst-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების გამოცდილება;
  • სხვადასხვა პროგრამულ სისტემასთან ინტეგრაციების ან ტექნოლოგიური პროექტების მართვის გამოცდილება;
  • API-ების, სისტემური ინტეგრაციებისა და მონაცემთა გაცვლის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
  • ტექნიკური დავალებების (Technical Requirements), User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადების გამოცდილება;
  • ტექნიკურ გუნდებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიისა და Product Development Lifecycle-ის ცოდნა;
  • Jira-სა და Confluence-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • ბიზნესმოთხოვნების ანალიზისა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისის MSME ბიზნესში ვეძებთ Product Owner-ს ციფრული ინტეგრაციებისა და პარტნიორული ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით.

პოზიციის მთავარი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ციფრული გადაწყვეტილებებისა და სერვისების განვითარება სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან (Software Solutions) ინტეგრაციის გზით.

როლი მოიცავს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას, საბუღალტრო და ფინანსურ პროგრამებთან ინტეგრირებული პროდუქტების განვითარებას, მომხმარებლის ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და აღნიშნული სერვისების კომერციული პოტენციალის რეალიზებას.

Product Owner პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის განვითარების პროცესის მართვაზე, ბიზნესისა და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრაზე, პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან კოორდინაციასა და ახალი ციფრული სერვისების დანერგვაზე.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით:  კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

TBC Bank Group

TBC Bank Group

Banking · Public · London, United Kingdom

Stage & Valuation
Public · $3.4B
Open roles on NewJob
Most hiring in
Operations (89) · Engineering (1) · Sales (1)
TBC Bank Group PLC is a financial group that provides banking, leasing, insurance, brokerage, and card processing services. The company primarily operates in Georgia and Uzbekistan, serving corporate and individual clients.
Banking Financial Services Fintech
O
სივრცის კონსულტანტი - დიღმის ს/ც 2
თბილისი, , Georgia
Operations
O
სერვის-დესკის სპეციალისტი
თბილისი, , Georgia
Operations
O
ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი
თბილისი, , Georgia
Operations
See all 50+ roles at TBC Bank Group →
T
Product Owner / Product Manager – Digital & AI Products
The Capital Markets Company NV Malaysia - Kuala Lumpur
Product
B
Senior Digital Product Manager – Retention & Post-Purchase
Bombas New York, NY
Product
$152K–$162K
I
Digital Technical Product Owner
Inspire Medical Systems Minneapolis, MN
Product
$95K–$125K
O
Sr. Manager, Digital Product Owner
Okta San Francisco, CA
Product
$170K–$234K
See all Product roles →

Interested in this role?

Apply directly on the company site — no recruiter middleman, no account required.

Apply now →
Apply on company site